სასწავლო პროექტი

1.    პროექტის  სახელწოდება : ,,დავით  აღმაშენებელი;

2. პროექტის  მთავარი  იდეა:  მოსწავლეები  შეისწავლიან დავითის  მძიმე   მემკვიდრეობას   ქვეყანა  დარბეული  იყო  თურქსელჩუკთა  შემოსევებისგან,   მომთაბარე  ტომები    ჩამოსახლდნენ   დაპყობილ  მიწებზე;   რეალური   იყო  ქართველი  ხალხის ფიზიკური  გადაშენების  საფრთხე.

 3. პროექტის  აქტუალობა:  ამ  პროექტზე  მუშაობისას  მოსწავლეებს  მეტი  ინტერესი  გაუჩნდებათ   დავით აღმაშენებლის  ცხოვრების  და მოღვაწეობის  შესასწავლად. 

4. პროექტის   მიზანი:  დავით  აღმაშენებლის  წინდახედულმა   და  გაბედულმა  საქმიანობამ  საქართველო  არათუ  განსაცდელს   გადაარჩინა,  არამედ  კავკასიის  უძლიერეს  სახელმწიფოდ  აქცია. 

5. მოსწავლეთა  ასაკი:    12 წელი. 

6. პროექტის  ხანგრძლივობა:  2 კვირა. 

7. მოსალოდნელი შედეგები:  მოსწავლეები   შეისწავლიან  დროის   დროშა,  რომელსაც  ,,დავითიანი’’  ეწოდებოდა,  ვახტანგ   გორგასლის  დროშასთან  [,,გორგასლიანი’]  ერთად  საქართველოს   ერთიანობისა  და ძლიერების  სიმბოლოდ  იქცა.

8. პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი რესურსები : ქრონოლოგიურ  სკალაზე  დავით  აღმაშენებლის  მეფობის  უმნიშვნელოვანესი  თარიღები,  ფოტო  მასალა  კომპიუტერი, რუკა.

9. პროექტის  მსვლელობა. 
აქტივობა 1 _ მოსწავლეებისათვის თემის გაცნობა.

აქტივობა 2 _ ჯგუფის   შექმნა  და   დავალების  გადანაწილება 

აქტივობა 3 _ ექსკურსიის  მოწყობა  ქუთაისში.  გელათის  მონახულება.

აქტივობა 4 _ კედლის  გაზეთის გამოშვება  8 თებერვალს  მისი  ხსენების  დღეს.

აქტივობა 5 _ ელექტრონული პრეზენტაციის გაკეთება;


აქტივობა 6 _ პროექტის პრეზენტაცია.

აქტივობა 7 _ მოსწავლეების შეფასება.

პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა

ამ შემთხვევაში მოსწავლეებს თითოეულ კრიტერიუმში ენიჭებათ ნული ან ერთი ქულა და საბოლოო ქულის გამოსაყვანად ითვლება მათი ჯამი. მაქსიმალური ჯამი არის ათი ქულა.


მოსწავლის სახელი, გვარი

1.             
2.             
3.             
4.             
5.             
6.             
7.             
8.             
9.             
10.           
საინტერესო შესავალი (პრობლემის იდენტიფიცირება)
1









კვლევების/ნაშრომის წარმოჩენის უნარი
1









შემოქმედებითი უნარი
1









პრობლემის გადაჭრის გზების შეთავაზება
0









თემის გასაგებად წარმოდგენა (ლოგიკური ჯაჭვი)
0









საუბარი (გამართულობა, ტემბრი)
1









თვალსაჩინოებების გამოყენება
0









აუდიტორიასთან კონტაქტი
1









ინფორმაციის ფლობის უნარი (ადეკვატური კითხვა-პასუხი)
1









დროის ლიმიტის დაცვა
0









ჯამი
6










პროექტის შეფასების განზოგადებული რუბრიკა

მაქსიმალური ჯამური ქულის გაყოფით სამზე მოხდება მოგროვილი ქულების ათქულიან შეფასებაზე გადაყვანა

ელემენტარული
1 ქულა
მისაღები
2 ქულა
ოსტატური
3 ქულა
1.მიზანი
არ არის კარგად გამოკვეთილი, ბუნდოვანია
ხდება ერთ მიზანზე ფოკუსირება
კარგად გამოკვეთილი მიზნები, მარტივად აღსაქმელი
2.ორგანიზება 
სუსტად ორგანიზებული, არ არის იდეებს შორის ლოგიკური ჯაჭვი, რაც აბნევს მკითხველს/მსმენელს
გააზრებულია თანმიმდევრულობა, ორგანიზების ნიშნებით, ზოგი გადასვლა იდეებს შორის არის მარტივი, ზოგი გაუგებარი
კარგად ორგანიზებული ფორმატი, ლოგიკური გადასვლა ერთი იდეიდან მეორეზე, ორგანიზება ზრდის პროექტის ეფექტურობას
3.შინაარსის კორექტულობა
ხშირად გვხვდება  შეუსაბამო, მცდარი ინფორმაცია,
ძირითადად კორექტულია, ზოგიერთი შეუსაბამო ან მცდარი ინფორმაციით
მთლიანად კორექტული, ფაქტები ზუსტი და მკაფიო
4.ენობრივი გამართულობა
ენობრივად გაუმართავი, ხშირი შეცდომებით
ენობრივად გამართული, მცირე შეცდომებით
ენობრივად გამართულია, დაცულია პუნქტუაციის ნიშნები
5.კვლევა
კვლევა არაეფექტურადაა დაგეგმილი, გამოყენებული წყაროები არ არის სანდო, ანალიზი ზედაპირულია
კვლევა დაგეგმილია, მაგრამ ჯგუფის პოტენციალი მთლიანად არ არის გამოყენებული, შეზღუდული რაოდენობის წყაროებია გამოყენებული, ანალიზი მისაღებია
კვლევა  არის დაგეგმილი, გამოყენებულია არაერთი წყარო და ანალიზი სიღრმისეულია
6.თვალსაჩინოებები
თვალსაჩინოებები ხშირად შინაარსთან შეუსაბამოა, ან არ არის ჯგუფის მიერ შექმნილი
თვალსაჩინოებების კავშირი შინაარსთან ნატელია, მაგრამ ერთფეროვანია,
მრავალფეროვანი, შინაარსის შესატყვისი, აკურატულად შესრულებული
7.შემოქმედებითობა
მცირე შემოქმედებითი ენერგიის დანახარჯი ჯგუფის მხრიდან
ზოგჯერ ჩანს ჯგუფის ორიგინალური აზრები, რაც ეხმარება პროექტის უკეთ წარმოჩენაში
ჩანს ჯგუფის ორიგინალობა, სიახლე და თავისებური ხედვა, რაც პროექტს საინტერესოს ხდის
8.კავშირები საგნებთან
არ ჩანს ჯგუფის კომპეტენცია საგნებში, გვხვდება ფაქტების უზუსტო ინტერპრეტირება
მოსაზრებები დაკავშირებულია  ერთ ან ორ საგნიდან მიღებულ ცოდნასთან
ხდება მთავარი მოსაზრებების დაკავშირება სხვადასხვა საგნიდან მიღებულ ცოდნასთან, რაც მიუთითებს ჯგუფის მრავალი მიმართულებით  კომპეტენტურობაზე
9.დასკვნები
არ არის ჩამოყალიბებული დასკვნები
დასკვნები ჩამოყალიბებულია კვლევის ადეკვატურად, მაგრამ არ არის მკაფიო
დასკვნებში არის სიახლე (ორიგინალობა), ლოგიკური კავშირი იგრძნობა კვლევასთან, ისინი  მკაფიოდაა ჩამოყალიბებული 
10.პრეზენტაცია
ეფექტურად არ არის წარმოჩენილი პროექტის არსი, უჭირს აზრის ჩამოყალიბება და პასუხების გაცემა, არ არის მიზნობრივად გამოყენებული თვალსაჩინოებები
ბუნდოვნად  აყალიბებს  პროექტის არსს, იყენებს  თვალსაჩინოებებს, პასუხობს შეკითხვების უმეტესობას
ნათლად ჩამოყალიბებული პროექტის არსი, მკაფიო მეტყველება, აუდიტორიაზე გათვლილი, ძირითადი იდეებია გაშლილი, იყენებს თვალსაჩინოებებს და პასუხობს ყველა კითხვას


10. საგნებთან  ჯგუფებთან,  ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან  კავშირი. 
ისტორია:
აზ. მეც.V-VI.7. მოსწავლეს შეუძლია  დაახასიათოს  საქართველოს ისტორიის გამორჩეული პიროვნებები, რომლებიც ქვეყნის მმართველობაში მონაწილეობდნენ.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ჩამოთვლის სხვადასხვა დროს მოღვაწე ისტორიულ პირებს. განსაზღვრავს მათ როლს მმართველობით სტრუქტურებში;
·        ჩამოთვლის და ახასიათებს მმართველობაში მონაწილე ისტორიულ პირთა მიერ გატარებულ სახელმწიფო ღონისძიებებს. გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას მათ შედეგებზე;

აზ. მეც.V-VI.9. მოსწავლეს შეუძლია  შეადაროს ომისა და მშვიდობის შედეგები მოსახლეობისათვის საქართველოს ისტორიის სხვადასხვა პერიოდში.

     შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ჩამოთვლის ომის სახეობებს (თავდაცვითი, დამპყრობლური), ახასიათებს მათ შედეგებს;
·         ასახელებს მშვიდობიანი ხერხებით მიღებულ გადაწყვეტილებებს საქართველოს ისტორიაში, აღნიშნავს  მის დადებით და უარყოფით შედეგებს;

11. პროექტის ხელმძღვანელი: ნელი ცერცვაძე;

12. ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: cvadzeneli@gmail.com


No comments:

Post a Comment