შეფასების სქემა

კრიტერიუმები
1-4 ქულა
5-6 ქულა
7-8 ქულა
9-10 ქულა
წაკითხულის გააზრება
არ   შეუძლია   წაკითხულის  შინაარსის  გადმოცემა.  
ხშირად  აქვს  სურვილი  იმუშაოს  დამოუკიდებლად.  შეუძლია  გაიგოს  წაკითხულის  შინაარსი,    შეუძლია  ვიზუალურ საშუალებებზე  მუშაობა  რუკები;  ილუსტრაციები;  დიაგრამები  და  სხვა.   
თითქმის ყოველთვის  ფლობს  მასალას  დამოუკიდებლად  თეუძლია  კითხვის’;  წერის;  აქტივობებზე  მუშაობა;   შეუძლია  ინფორმაციის  სხვადასხვა   საშუალებებზე  მუშაობა  რუკა;  წყარო; სქემა;  ცხრილი;  ილუსტრაცია;  გაკვეთილზე  აქტიურია  და  თითქმის  ყოველთვის  ჩართულია  გაკვეთილის   პროცესთი;  აქვს  კარგი  მეტყველება; 
აზროვნებს  კარგად;  აქვს   შემოქმედებითი  მუშაობის  უნარი;  ყოველთვის  მზად   არის  დამოუკიდებლად   ჩაერთოს  ნებისმიერი  სამუშაოს    შესრულებაში. 
მსჯელობა და აზრის გამოტანა
ვერ  ახერხებს   რუკაზე  მუშაობას    უჭირს  მსჯელობა  და  აზრის  ჩამოყალიბება.  
შეუძლია  მსჯელობა/ ანალიზი; 
მსჯელობს კარგად, აქვს ანალიზის კარგი უნნარი.
მსჯელობს არგუმენტირებულად.
ყოველთვის შეუძლია გამოიტანოს საკუთარი აზრი და გამოთქვას თავის შეხედულებები.
ჯგუფებში მუშაობა
წყვილებსა  და  ჯგუფებში  მუშაობისას  შეუძლია  გაიაზროს  სხვისი   დახმარება.
კარგად მუშაობს ჯგუფებთან და წყვილებთან ერთად. გამოხატავს საკუთარ აზრს.
მუშაობს ჯგუფთან ერთად, გამოხატავს საკუთარ აზრს და იცავს.
აქვს  ლიდერობის  გამორჩეული  თვისებები. 


პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა

ამ შემთხვევაში მოსწავლეებს თითოეულ კრიტერიუმში ენიჭებათ ნული ან ერთი ქულა და საბოლოო ქულის გამოსაყვანად ითვლება მათი ჯამი. მაქსიმალური ჯამი არის ათი ქულა.


მოსწავლის სახელი, გვარი

1.            
2.            
3.            
4.            
5.            
6.            
7.            
8.            
9.            
10.          
საინტერესო შესავალი (პრობლემის იდენტიფიცირება)
1









კვლევების/ნაშრომის წარმოჩენის უნარი
1









შემოქმედებითი უნარი
1









პრობლემის გადაჭრის გზების შეთავაზება
0









თემის გასაგებად წარმოდგენა (ლოგიკური ჯაჭვი)
0









საუბარი (გამართულობა, ტემბრი)
1









თვალსაჩინოებების გამოყენება
0









აუდიტორიასთან კონტაქტი
1









ინფორმაციის ფლობის უნარი (ადეკვატური კითხვა-პასუხი)
1









დროის ლიმიტის დაცვა
0









ჯამი
6










პროექტის შეფასების განზოგადებული რუბრიკა

მაქსიმალური ჯამური ქულის გაყოფით სამზე მოხდება მოგროვილი ქულების ათქულიან შეფასებაზე გადაყვანა

ელემენტარული
1 ქულა
მისაღები
2 ქულა
ოსტატური
3 ქულა
1.მიზანი
არ არის კარგად გამოკვეთილი, ბუნდოვანია
ხდება ერთ მიზანზე ფოკუსირება
კარგად გამოკვეთილი მიზნები, მარტივად აღსაქმელი
2.ორგანიზება 
სუსტად ორგანიზებული, არ არის იდეებს შორის ლოგიკური ჯაჭვი, რაც აბნევს მკითხველს/მსმენელს
გააზრებულია თანმიმდევრულობა, ორგანიზების ნიშნებით, ზოგი გადასვლა იდეებს შორის არის მარტივი, ზოგი გაუგებარი
კარგად ორგანიზებული ფორმატი, ლოგიკური გადასვლა ერთი იდეიდან მეორეზე, ორგანიზება ზრდის პროექტის ეფექტურობას
3.შინაარსის კორექტულობა
ხშირად გვხვდება  შეუსაბამო, მცდარი ინფორმაცია,
ძირითადად კორექტულია, ზოგიერთი შეუსაბამო ან მცდარი ინფორმაციით
მთლიანად კორექტული, ფაქტები ზუსტი და მკაფიო
4.ენობრივი გამართულობა
ენობრივად გაუმართავი, ხშირი შეცდომებით
ენობრივად გამართული, მცირე შეცდომებით
ენობრივად გამართულია, დაცულია პუნქტუაციის ნიშნები
5.კვლევა
კვლევა არაეფექტურადაა   დაგეგმილი, გამოყენებული წყაროები არ არის სანდო, ანალიზი ზედაპირულია
კვლევა დაგეგმილია, მაგრამ ჯგუფის პოტენციალი მთლიანად არ არის გამოყენებული, შეზღუდული რაოდენობის წყაროებია გამოყენებული, ანალიზი მისაღებია
კვლევა  არის დაგეგმილი, გამოყენებულია არაერთი წყარო და ანალიზი სიღრმისეულია
6.თვალსაჩინოებები
თვალსაჩინოებები ხშირად შინაარსთან შეუსაბამოა, ან არ არის ჯგუფის მიერ შექმნილი
თვალსაჩინოებების კავშირი შინაარსთან ნატელია, მაგრამ ერთფეროვანია,
მრავალფეროვანი, შინაარსის შესატყვისი, აკურატულად შესრულებული
7.შემოქმედებითობა
მცირე შემოქმედებითი ენერგიის დანახარჯი ჯგუფის მხრიდან
ზოგჯერ ჩანს ჯგუფის ორიგინალური აზრები, რაც ეხმარება პროექტის უკეთ წარმოჩენაში
ჩანს ჯგუფის ორიგინალობა, სიახლე და თავისებური ხედვა, რაც პროექტს საინტერესოს ხდის
8.კავშირები საგნებთან
არ ჩანს ჯგუფის კომპეტენცია საგნებში, გვხვდება ფაქტების უზუსტო ინტერპრეტირება
მოსაზრებები დაკავშირებულია  ერთ ან ორ საგნიდან მიღებულ ცოდნასთან
ხდება მთავარი მოსაზრებების დაკავშირება სხვადასხვა საგნიდან მიღებულ ცოდნასთან, რაც მიუთითებს ჯგუფის მრავალი მიმართულებით  კომპეტენტურობაზე
9.დასკვნები
არ არის ჩამოყალიბებული დასკვნები
დასკვნები ჩამოყალიბებულია კვლევის ადეკვატურად, მაგრამ არ არის მკაფიო
დასკვნებში არის სიახლე (ორიგინალობა), ლოგიკური კავშირი იგრძნობა კვლევასთან, ისინი  მკაფიოდაა ჩამოყალიბებულია  
10.პრეზენტაცია
ეფექტურად არ არის წარმოჩენილი პროექტის არსი, უჭირს აზრის ჩამოყალიბება და პასუხების გაცემა, არ არის მიზნობრივად გამოყენებული თვალსაჩინოებები
ბუნდოვნად  აყალიბებს  პროექტის არსს, იყენებს  თვალსაჩინოებებს, პასუხობს შეკითხვების უმეტესობას
ნათლად ჩამოყალიბებული პროექტის არსი, მკაფიო მეტყველება, აუდიტორიაზე გათვლილი, ძირითადი იდეებია გაშლილი, იყენებს თვალსაჩინოებებს და პასუხობს ყველა კითხვას

No comments:

Post a Comment